„თქვენ ვერ გვიდასტურებთ, რომ არჩევნები გავაყალბეთ და ამას გეუბნებათ მთელი მსოფლიო“, - ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც ოპოზიციის და მმართველი გუნდის წევრებს შორის დებატები მიმდინარეობს.
„ერთი ხელისუფლება მითხარით, რომელმაც აღიარა, რომ გააყალბა არჩევნები“ - თქვა „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ, რაზეც დავითულიანმა შემდეგნაირად უპასუხა:
„არჩევნები გააყალბა ბელორუსიამ? კითხვას გისვამთ. ვინც ცალსახად გააყალბა არჩევნები, მას მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, შემფასებლებმა და დამკვირვებლებმა უთხრეს, რომ - შენ არჩევნები გააყალბე. ვისაც არ გაუყალბებია, ეს არ უთქვამთ. ამიტომ ამაზე ახლა საუბარი, დავხურეთ“, - განაცხადა დავითულიანმა.