logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: თქვენ ვერ გვიდასტურებთ, რომ არჩევნები გავაყალბეთ და ამას გეუბნებათ მთელი მსოფლიო
- +

3 თებერვალი. 2021. 00:31

 

 

„თქვენ ვერ გვიდასტურებთ, რომ არჩევნები გავაყალბეთ და ამას გეუბნებათ მთელი მსოფლიო“, - ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც ოპოზიციის და მმართველი გუნდის წევრებს შორის დებატები მიმდინარეობს.

 

 „ერთი ხელისუფლება მითხარით, რომელმაც აღიარა, რომ გააყალბა არჩევნები“ - თქვა „ლელოს“ წევრმა, ლევან  სამუშიამ, რაზეც დავითულიანმა შემდეგნაირად უპასუხა:

 

„არჩევნები გააყალბა ბელორუსიამ? კითხვას გისვამთ. ვინც ცალსახად გააყალბა არჩევნები, მას მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, შემფასებლებმა და დამკვირვებლებმა უთხრეს, რომ - შენ არჩევნები გააყალბე. ვისაც არ გაუყალბებია, ეს არ უთქვამთ. ამიტომ ამაზე ახლა საუბარი, დავხურეთ“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner