logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე გეგეშიძის განცხადებაზე: ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია
- +

7 ივლისი. 2016. 14:20


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის თანამდებობიდან შესაძლო გამოწვევას გამოეხმაურა.



მისი თქმით, არჩილ გეგეშიძის ელჩის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია.



ჯერ უნდა განიხილონ, რამდენად საგანგაშოა ბატონი გეგეშიძის კომენტარი. შეიძლება არც არაფერი მომხდარა. მხოლოდ ამის მერე შეიძლება დანარჩენზე საუბარი. რაც მე ვნახე მის განცხადებაში, მოსასმენად ეს მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძე.



აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner