logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: ოპოზიციურ პარტიებს საშუალება მივეცით, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა დააკისრა
- +

3 თებერვალი. 2021. 03:01

 

 

„ოპოზიციურ პარტიებს საშუალება მივეცით, კიდევ ერთხელ გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქართველმა ამომრჩეველმა დააკისრა და მოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

 

„მიუხედავად იმისა, ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი თვლიდა, რომ რადიკალური ოპოზიციის უფლებამოსილება უნდა შეწყვეტილიყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც არის ეროვნული ინტერესი. ეს გადაწყვეტილება ეხმიანება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ძლიერ ვექტორს, მიზანს და შედეგს. ამ გადაწყვეტილებით თავი შევიკავეთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან და ოპოზიციურ პარტიებს საშუალება მივეცით, კიდევ ერთხელ გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქართველმა ამომრჩეველმა დააკისრა და მოვიდნენ პარლამენტში, მათი ინტერესების დასაცავად.

არის თეზისი, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა. შემდეგ მოდის ინდივიდუალური შემთხვევები და შემდეგ ამაზე იწყობა ნარატივი, რომ თითქოს, სისტემურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. შემდეგ მოდის სტატისტიკა, რომელიც ცარიელი ბიულეტენების რაოდენობას ეხება და ოპოზიცია მკაფიოდ ითხოვს, განგვიმარტეთ, რატომ იყო ცარიელი კონვერტების რაოდენობაო. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარია, ამ მიზეზთაგან რომელი შეიძლებოდა, ყოფილიყო არჩევნების შედეგებზე გავლენის მომხდენი. ეს დასტურდება მათ შორის, ყველაზე ძლიერი არგუმენტით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ოდესღაც გააჩნდათ, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან მკაფიო ნარატივი ააგეს და, რომელიც საბოლოო ჯამში, საპნის ბუშტივით გასკდა და ოპოზიცია პოლიტიკურად შიშველი დარჩა. ვგულისხმობ პარალელური დათვლის შედეგებს. ახლა ოპოზიცია ცდილობს, ეს დაბნეულობა რაღაცნაირად დააბალანსოს და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას სისტემურად წარმოაჩენს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner