logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას სიმხდალეს უწოდებს
- +

3 თებერვალი. 2021. 11:19

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ, სიმხდალეს და მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპების შეუსაბამოს უწოდებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

 

„მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება ნამდვილად მამაცი და თავგანწირული ქმედება იყო. ამის საპირისპიროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სიმხდალე და არ შეესაბამებოდა მართლმსაჯულების საბაზისო სტანდარტებსაც კი. ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“.

 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატიმრობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს. ალექსეი ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.

 

 

https://1tv.ge/news/boris-jonsoni-aleqsei-navalnistvis-patimrobis-misjis-gadawyvetilebas-simkhdales-uwodebs/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner