logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციებს აუქმებს
- +

3 თებერვალი. 2021. 11:26

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ სამ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. განკარგულებები დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციებს აუქმებს.

 

„მე არ ვქმნი ახალ კანონს. მე ვაუქმებ ცუდ პოლიტიკას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დოკუმენტების ხელმოწერის დროს.

 

ერთ-ერთი აღმასრულებელი განკარგულება განცალკევებული იმიგრანტი ოჯახების გაერთიანებას ეხება. დოკუმენტის თანახმად, შეიქმნება სპეციალური დანაყოფი, რომელიც იმუშავებს 2017-2018 წლებში განცალკევებული 600-ზე მეტი მიგრანტი ბავშვის მშობლებთან გაერთიანებაზე. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული მიმართულებით მუშაობაში აქტიურ როლს შეასრულებს აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი.

 

ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კიდევ ორი განკარგულება ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პოლიტიკის გადახედვას, რომლითაც იზღუდებოდა თავშესაფრის მინიჭება, მცირდებოდა აშშ-ში ლეგალური იმიგრაცია და უქმდება უცხოური ქვეყნების ფინანსური დახმარება.

 

https://1tv.ge/news/jo-baidenma-kheli-moawera-gankargulebebs-romlebic-donald-trampis-mier-dawesebul-saimigracio-politikis-regulaciebs-auqmebs/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner