logo_geo
eng_logo
მამუკა მუჯირი: კეზერაშვილის ნათქვამი ავტომატურად ნიშნავდა ადეიშვილის და მერაბიშვილის ნათქვამსაც...
- +

7 ივლისი. 2016. 14:48


თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მიხეილ სააკაშვილის „კასირის" -  დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მისმა ყოფილმა მოადგილემ მამუკა მუჯირმა. რომლის ჩვენებასაც „ასავალ- დასავალი" აქვეყნებს.


„იმ პერიოდში საქართველოში რაც ხდებოდა, სულ იყო მმართველი გუნდის 3-4 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი წყვეტდნენ ნებისმიერი ადამიანის ბედს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო დავით კეზერაშვილი. კეზერაშვილის ნათქვამი ავტომატურად ნიშნავდა ადეიშვილის ნათქვამსაც და მერაბიშვილის ნათქვამსაც...

 

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩემი მუშაობის პერიოდში, ყოველ საღამოს მოდიოდა კეზერაშვილი ადეიშვილთან და იქ იყო კრება. ან ყოველ საღამოს მასთან (კეზერაშვილთან - გ.გ.) იკრიბებოდნენ უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი. ძალიან ბევრჯერ, მაგ შეხვედრებზე კაბინეტში რამდენჯერმე ვარ შესული, როდესაც ერთად იყვნენ შეკრებილები.

 

რამდენიმეჯერ შევესწარი მუქარით და შანტაჟით როგორ ართმევდა კეზერაშვილი 60 მილიონ დოლარად შეფასებულ ბიზნესს შპს „სანტა პესტროლეუმის" დამფუძნებელს ზააბ იაკობიძეს და დავით მიმინოშვილს.

 

შეხვედრა „პიქსელის" შენობაში, მეცხრე სართულზე მოლაპარაკების დარბაზში ჰქონდათ და ებრაელი პარტნიორებიც იქ ისხდნენ.

 

თუ არ მეშლება, მათი მხრიდან იურისტი რატი ჭელიძე იყო, ვისგანაც მოდიოდა აგრესია შპს „სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებლების მიმართ. ორი -სამი ასეთი შეხვედრის მომსწრე ვარ.

იყო მუქარა, რომ ციხეში წავიდოდნენ და იქიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ და ა.შ. ეს მუქარა კეზერაშვილის და იმ პარტნიორებისგა მოდიოდა", - განუცხადა სასამართლოს დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას მისმა მოადგილემ მუჯირმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner