logo_geo
eng_logo
იტალიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელ მარიო დრაგის დაავალებენ
- +

3 თებერვალი. 2021. 12:33

 

იტალიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს მარიო დრაგის დაავალებენ. ამ საკითხზე იტალიის პრეზიდენტი კონსულტაციებს დღეს გამართავს.

 

როგორც იტალიური მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.

 

ამასთან, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ უკვე განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს მარიო დრაგის კაბინეტს.

 

მარიო დრაგი ევროპის ცენტრალურ ბანკს რვა წლის განმავლობაში, 2011-დან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა.

 

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა.

 

კონტესა და რენცის შორის უთანხმოება ევროკავშირის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იტალიისთვის გამოყოფილი დაფინანსების განკარგავასთან დაკავშირებული საკითხი გახდა.

 

https://1tv.ge/news/italiis-akhali-mtavrobis-chamoyalibebas-evropis-centraluri-bankis-yofil-metaur-mario-dragis-daavaleben/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner