გურჯაანის რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. imedinews-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიერ მიმდინარე და გადაუდებელი სამუშაოები გახდა.
გურჯაანსა და რამდენიმე სოფელში გაზმომარაგება დღეს შეწყდა, რის გამოც 3-4 თებერვალს ქალაქის პირველ, მეორე და მეოთხე, ასევე სოფელ გურჯაანის, ბაკურციხის და ვეჯინის საჯარო სკოლებში სწავლა არ იქნება.