logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილმა გორგასლის ქ.№111-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურული საუშაოები დაათვალიერა
- +

7 ივლისი. 2016. 14:49


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ამავე რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გორგასლის ქ.№111-ში საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.



როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, გორგასალის ქ.№111-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.


„გამოიცვალა საკანალიზიაციო ქსელი და დაიწყო ეზოს მოასფალტება", - განაცხადა დეპუტატმა.


დღესვე ბექა ნაცვლიშვილმა  ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად აღნიშნული ტერიტორიის შემდგომი კეთილმოწყობის გეგმებზეც ისაუბრა.


პროექტის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურული პრობლემა 100 ოჯახს მოუგვარდება.


სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner