თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ამავე რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გორგასლის ქ.№111-ში საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, გორგასალის ქ.№111-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.
„გამოიცვალა საკანალიზიაციო ქსელი და დაიწყო ეზოს მოასფალტება", - განაცხადა დეპუტატმა.
დღესვე ბექა ნაცვლიშვილმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად აღნიშნული ტერიტორიის შემდგომი კეთილმოწყობის გეგმებზეც ისაუბრა.
პროექტის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურული პრობლემა 100 ოჯახს მოუგვარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.