logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკი: უკრაინა მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას და არა აგრესორი სახელმწიფოს დაფინანსებულ პროპაგანდას
- +

3 თებერვალი. 2021. 14:16

 

„უკრაინა მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას და არა აგრესორი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროპაგანდას“, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

 

„უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს სიტყვის თავისუფლებას. არა აგრესორი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროპაგანდას, რაც ძირს უთხრის უკრაინას, მის გზას ევროკავშირისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის ბრძოლა საინფორმაციო ომში სიმართლისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის“, – წერს ზელენსკი.

 

შეგახსენებთ, 2 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა აამოქმედა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სანქციები დაუწესდა ოპოზიციურ ფრაქცია „ოპოზიციურ პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ წევრ ტარას კოზაკს და ასევე სამ ტელკომპანიას – „112“-ს, „ნიუს უანს“ და „ზიკს“.

 

როგორც უკრაინული მედია წერს, ოპოზიციონერი ტარას კოზაკი, რომელიც აღნიშნული არხების მფლობელია, ჩართული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის გატანაში, რაც უკრაინის სპეცსამსახურების გამოძიების მიხედვით, „ხელს უწყობდა ტერორიზმის დაფინანსებას“.

 

 

https://1tv.ge/news/vladimir-zelenski-ukraina-mkhars-uchers-sityvis-tavisuflebas-da-ara-agresori-sakhelmwifos-mier-dafinansebul-propagandas/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner