logo_geo
eng_logo
რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას ადასტურებს
- +

7 ივლისი. 2016. 14:50


ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თავისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს, თუ მოსახლეობა შესაბამის გადაწყვეტილებას ე.წ. რეფერენდუმზე მიიღებს.



თუ თქვენ, აქ მდგომნი, და ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა რეფერენდუმზე პრეზიდენტის გადადგომას  მისცემს ხმას, მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, თუ ეს არ მოხდება, მე ჩემი ვადის ამოწურვამდე ვიბრძოლებ სახელმწიფოში არსებული ნეგატივის წინააღმდეგ. მე ვერავინ შემაშინებს", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.



სოხუმში მომხდარ არეულობას რაულ ხაჯიმბამ „სერიოზული და გამოუსწორებელი ვითარება" უწოდა.



10 ივლისს აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმი გაიმართება, რომელშიც მოსახლეობამ უნდა უპასუხოს შეკითხვას - „მიიჩნევთ თუ არა აუცილებლობად აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner