logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: პოლიტიკაში შემოსვლით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია დაამარცხა, წასვლით კი – მოსპო!
- +

3 თებერვალი. 2021. 15:01

 

„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლით, ოპოზიცია დაამარცხა, წასვლით კი – მოსპო. ამით მან ოპოზიციას მოუსპო ის ერთადერთი დასაყრდენი, რაზეც ის პარაზიტირებდა“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

 

„უკვე დიდი ხანია, ალბათ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, გლობალური მასშტაბით, პოლიტიკის დეინტელექტუალიზაცია მოხდა. სამწუხაროდ, ისეთი ტიპის ინტელექტუალური ფიგურები, როგორიც იყვნენ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი, ფრანსუა მიტერანი ან მსგავსი ფიგურები, უკვე აღარ არსებობენ. სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძესაც ამავე რანგის ფიგურად მივიჩნევ, გარკვეული თვალსაზრისით. დიდი ხანია, მოხდა პოლიტიკის მითოლოგიზაცია. ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით, ოპოზიციას გამოეცალა მთავარი მითოლოგიური ფიგურა. ოპოზიცია სრულ სიცარიელეში აღმოჩნდა. თუ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლით, ოპოზიცია დაამარცხა, წასვლით – ოპოზიცია მოსპო. ამით მან ოპოზიციას მოუსპო ის ერთადერთი დასაყრდენი, რაზეც ის პარაზიტირებდა. ზოგადად, მსოფლიოში პოსტრევოლუციური პერიოდი დადგა – როცა აღარ არსებობს მომავლის სურათი. რევოლუცია ხდება არა მაშინ, როცა ცუდი მდგომარეობაა, არამედ მაშინ, როცა არსებობს მომავლის სურათი. დღეს, არა მხოლოდ საქართველოსი, აწმყო და მომავალი, ფაქტობრივად, ერთმანეთს შეერწყა. აქედან გამომდინარე, რევოლუცია უბრალოდ, შეუძლებელია. გლობალური მასშტაბით, ჩვენ დემოკრატიის მესამე ფაზაში გადავედით. ეს საქართველოსაც ეხება. ესაა იმიტაციური დემოკრატია, როდესაც ოპოზიცია აუცილებელია – როგორც თამასის წესი“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

 

http://exclusivenews.ge/post/226151?fbclid=IwAR1rZ35hMAlFFK3wG9BBxRNHmY_yh6QVYNM5vJfL-CKqmqXyZb5rFiLS7-4

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner