აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. თავდაპირველად კერი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდება, ხოლო შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
დღესვე დაგეგმილია კერის შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და უმაღლესი რადის სპიკერთან. მოგვიანებით კი კერის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის შეხვედრა გაიმართება.
უკრაინიდან კერი ვარშავაში გაემგზავრება, სადაც 8-9 ივლისს NATO-ს სამიტი იმართება.