logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ველოდებით, რომ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი გაღრმავდება და ახალ კონტურებს შეიძენს
- +

7 ივლისი. 2016. 15:14


 უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ქართული მხარე ვარშავის სამიტიდან ელოდება, რომ არსებითი პაკეტი, რომელიც NATO-საქართველოს დღის წესრიგშია, კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ კონტურებს შეიძენს.



კვაჭანტირაძის აზრით, ვარშავის სამიტზე მაინც იქნება წინსვლა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს წინსვლა და ის წარმატებები დაფიქსირდება, რომელსაც ქვეყანამ NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით მიაღწია.

 

 

ჩვენი ყველა პარტნიორი აღნიშნავს, რომ ჩვენი წარმატება და წინსვლა დაფიქსირებული იქნება. ველოდებით, რომ არსებითი პაკეტი, რომელიც არსებობს და დღის წესრიგშია, კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ კონტურებს შეიძენს. თუ ვარშავის სამიტის შემდეგ ძალიან სწრაფი წინსვლაც დაგვიდგება, ეს არავის უნდა გაუკვირდეს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner