logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: გავაგრძელებთ დამატებით მუშაობას იმისთვის, რომ გავუზიაროთ საზოგადოებას გამოცდილება, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ვაქცინა
- +

3 თებერვალი. 2021. 19:09

 

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ის რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც პირველები იქნებიან ვაქცინის მიმღები, იყვნენ გარკვეულწილად საზოგადოებისთვის, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ვაქცინაციის პროცესს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვაქცინა, რაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა მეცნიერებამ და ასევე ჩვენ, დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ ჩვენი სამედიცინო მუშაკებისთვის ასე ადრეულ ეტაპზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, გააგრძელებენ დამატებით მუშაობას იმისთვის, რომ გავუზიაროთ საზოგადოებას გამოცდილება, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ვაქცინა.

 

„ბევრ ქვეყანას არ მიეცა ამის შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებული, ესეც იქნება გარკვეულწილად წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დამატებითი დოზები მივიღოთ ვაქცინის შეუფერხებლად. ჩვენ დამატებით მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ გავუზიაროთ საზოგადოებას გამოცდილება, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ვაქცინა, რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი და რა შემთხვევაში, იმისთვის, რომ ყველანი, ვაქცინის მიმღებიც და ვაქცინაციის შემსრულებლებიც მზად ვიყოთ, რადგან თავისად ავიცილოთ თუ ოდნავ მაინც თუ რამე გართულებაა მოსალოდნელი. ვფიქრობთ, ეს პროცესი მაინც შეუფერხებლად ჩაივლის და თუნდაც ის 40 %-ი მოსახლეობის, ვინც მზად არის ვაქცინის მისაღებად, დაიწყებს ამ პროცესში მონაწილეობას, რაც რა თქმა უნდა, უკვე მაგალითი იქნება საზოგადოებისთვის და სწორედ ერთიანი მიზნის მიღწევა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ინფექციის კონტროლს მივაღწიოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner