logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს „Toyota Land Cruiser“ მოჰპარეს - ეჭვმიტანილი ქართველი „კანონიერი ქურდია“
- +

7 ივლისი. 2016. 15:23


გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს „Toyota Land Cruiser" მოჰპარეს - ეჭვმიტანილი ქართველი „კანონიერი ქურდია". ინფორმაციას Страна.ua პროკურატურაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მედიის ცნობით, ავტომობილი დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფმა გაიტაცა, რომლის სათავეშიც „კანონიერი ქურდი" სერგო ღლონტი, მეტსახელად „გუგა" დგას.


გამოცემის ცნობით, „კანონიერი ქურდი" კიევში საპატიმროშია და ექსტრადიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.


უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯიპის გატაცებაც ამ ფაქტს უკავშირდება, რათა კრიმინალებსა და სამართალდამცველებს შორის გარკვეული გარიგება შედგეს, მანქანის დაბრუნების სანაცვლოდ კი, „გუგა" გათავისუფლდეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner