ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში მოსახლეობის ის რაოდენობა აიცრება ვაქცინით, რომელიც ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე დიდ გავლენას მოახდენს. საკითხზე მან, "დღის კურიერში" ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გვიანი გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, მოვახდენთ იმ ძირითადი მასის მოსახლეობის აცრას, რომელიც შემდგომში იქონიებს ძალიან დიდ გავლენას ეპიდემიის გავრცელების შემცირებაზე,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.