logo_geo
eng_logo
სასამართლოში ამბობენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – ოქრუაშვილის საქმე არ განახლებულა
- +

3 თებერვალი. 2021. 19:56

 

სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმე არ განახლებულა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

როგორც პირველ ინსტანციაში ამბობენ, ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება ირაკლი ოქრუაშვილის საქმე.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ „გამარჯვებული“ საქართველოს ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლოში მისი საქმის წარმოება ახლდება.

 

„და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე. გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა. გიგი უგულავა, ნიკა მელია – თქვენსკენ რა ხთეფაა?“, – დაწერ ოქრუაშვილმა.

 

ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძეს უკავშირდება. ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner