logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, ჩვენს სპეციალისტებთან მოქალაქეებს ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია, რომ მათ გავაცნოთ ვაქცინაციის დადებითი მხარეები
- +

3 თებერვალი. 2021. 20:20

 

"ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სპეციალისტები. მნიშვნელოვანია, ჩვენს სპეციალისტებთან მოქალაქეებს ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია და სწორედ ეს იქნება ძირითადი ბერკეტი იმისთვის, რომ მოქალაქეებს გავაცნოთ ვაქცინაციის დადებითი მხარეები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, მისის თქმით, ძალიან მალე ტელეეკრანებზე გამოჩნდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლის მიხედვითაც საზოგადოება მარტივად გაარჩევს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ვაქცინაციის პროცესს.

 

„არსებობს არაერთი საინფორმაციო ვიდეორგოლი, საგანმანათლებლო, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მალე გახდება თვალსაჩინო. ისინი გაიგებენ, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ვაქცინაციას.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოვახდინოთ იმ მოქალაქეებზე გავლენა, რომლებიც დღესდღეობით ვაქცინაციის წინააღმდეგები არიან.

ასევე, ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოქალაქეების და ექიმების კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი სანდოობის კუთხით,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner