logo_geo
eng_logo
შვეიცარიამ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ავტორიზაციაზე უარი თქვა
- +

3 თებერვალი. 2021. 21:47

 

შვეიცარიამ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ავტორიზაციაზე უარი თქვა. როგორც ქვეყნის თერაპევტული პროდუქციის სააგენტოში (Swissmedic) განაცხადეს, AstraZeneca-ს მიერ წარმოდგენილი მონაცემები საკმარისი არ არის ვაქცინის ავტორიზაციის დასაშვებად.

 

„უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ახალი კვლევებიდან დამატებითი მონაცემების მიღება. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები არ მიუთითებს პოზიტიურ გადაწყვეტილებაზე სარგებელთან და რისკებთან დაკავშირებით. დასკვნითი შეფასების მისაღებად, განმცხადებელმა სხვა საკითხებთან ერთად ეფექტურობის დამატებითი მონაცემები უნდა წარადგინოს გამოკვლევების მე-3 ფაზიდან, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მიმდინარეობს და აღნიშნული მონაცემები უნდა გაანალიზდეს. შედეგების მიღებისთანავე, დროებითი ავტორიზაცია შეიძლება გაიცეს ძალიან მოკლე ხანში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner