logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არის მეორე დიდი მასა ხალხის, რომელიც გეტყვის: რატომ აკეთებ ამას, ჩემი შვილები დესტაბილიზაციის ვითარებაში რატომ შეგყავს?!
- +

3 თებერვალი. 2021. 22:02

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი საგამოძიებო კომისიაა.

 

,,ამათ აქვთ ასეთი პოლიტიკა თუ სტრატეგია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჰყავდეთ მძევლად და მერე თქვან, რომ აი, ჩვენ შეგვიწყვიტეს მანდატები, თორემ ისე საინტერესოა ხომ იცით, თქვენი მოსაზრებები, რომ პარლამენტში შევსულიყავით, მაგრამ ასე შეწყდა.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს - ეს არის საქართველოს ისტორიაში პრეცედენტის დაშვება, როცა ნებისმიერ შემთხვევაში, საბოტაჟს, ვისაც უნდა გამოაცხადებს, შეკრებს ხალხის გარკვეულ რაოდენობას და იტყვის, ჩატარდეს ახალი არჩევნები. მე ეს არ მაწყობს.

ამ დროს, არის მეორე დიდი მასა ხალხის, რომელიც გეტყვის, რომ რატომ აკეთებ ამას და ჩემი შვილები დესტაბილიზაციის ვითარებაში რატომ შეგყავს?!

გარდა ამისა, არის ჩვენი პასუხისმგებლობები, იგივე მოკავშირე ქვეყნებთან, ევროკავშირი თუ აშშ. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძველი არის ის, რასაც ჰქვია საგამოძიებო კომისია," - განაცხადა ვოლსკიმ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner