logo_geo
eng_logo
„გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“ - გია მაისაშვილი მონასტერში წავიდა
- +

7 ივლისი. 2016. 15:36


„ეს არის ბერთის მონასტერი, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ვცხოვრობ და სადაც გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია მაისაშვილი წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.


„აქვე გეპატიჟებით ყველა მსურველს ამ შაბათ-კვირას, რომ ყველამ მიიღოს იგივე სულიერი სიამოვნება და აღფრთოვანება, რაც მე განვიცადე ამ წმინდა სავანეში.

 

ასევე, დამატებით მსურს გაგიზიაროთ წინამძღოლობისა და მართვის ახალი პრაქტიკული სქემები, რომლებიც სასიცოცხლოა ყველა თანამედროვე პროფესიონალისთვის, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი.

 

ვისაც არა აქვს საშუალება საკუთარი ტრანსპორტის, დაუკავშირდით პაატა შუბითიძეს 574512992", - წერს მაისაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner