საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეულ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, თუმცა მისი თქმით, ეს ქართველი ხალხის ნებას არ შეცვლიდა.
„გაყალბების რაღაც ელემენტები იყო, სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ეს არ იყო გაყალბების ის დოზა, რომელიც შეიძლება, ხელმეორედ არჩევის საფუძველი იყოს. ეს არჩევნების შედეგებს და ხალხის ნებას არ შეცვლიდა“, – განაცხადა ინჯიამ.