logo_geo
eng_logo
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს
- +

4 თებერვალი. 2021. 01:15

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ  საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეულ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, თუმცა მისი თქმით, ეს ქართველი ხალხის ნებას არ შეცვლიდა.

 

„გაყალბების რაღაც ელემენტები იყო, სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ეს არ იყო გაყალბების ის დოზა, რომელიც შეიძლება, ხელმეორედ არჩევის საფუძველი იყოს. ეს არჩევნების შედეგებს და ხალხის ნებას არ შეცვლიდა“, – განაცხადა ინჯიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner