ევროპოლის ინფორმაციით, კრიმინალები „კოვიდ-19“-ის ტესტების ყალბ პასუხებს ევროპის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე ყიდიან. მათივე ცნობით, კორონავირუსის ტესტის პასუხის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები აღმოჩენილია საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთსა და ესპანეთში.
ევროპოლმა აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურებს „კოვიდ-19“-ის ტესტის პასუხს მოსთხოვეს.