logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ადეკვატურობა
- +

3 მარტი. 2016. 19:04



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია მიიჩნევს, რომ საგარეჯოს არჩევნებზე გამოძიების დაწყება ხელისუფლების ადეკვატურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამის შესახებ ჟვანია „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ახლა მთავარია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.


„დიახ, გამოძიება დაიწყო და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ადეკვატურობა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ არჩევნებში ხდებოდა დარღვევები, ხდებოდა გაყალბება და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა. შეიძლებოდა, 300 000 კაცი გამოსულიყო ქუჩაში, მაგრამ ხელისუფლება ამაზე რეაგირებას არ ახდენდა. ახლა, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მოიქცა ადეკვატურად, პროკურატურამ აღძრა საქმე, მიმდინარეობს გამოძიება და ახლა უნდა დაველოდოთ შედეგებს. მე იმედი მაქვს, რომ თინა ხიდაშელი არაფერს გააკეთებდა ისეთს, რაც კანონთან წინააღმდეგობაში იქნება", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner