logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიმართვა პრემიერსა და ექს-პრემიერს
- +

7 ივლისი. 2016. 15:37


„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარემ ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ექს-პრემიერს, საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ ფონდის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა.


 

„ბატონებო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუში" „არგენტინის სახლი საქართველოში" მიერ თქვენს სახელზე გაგზავნილი წერილების თანახმად (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წერილების რეგისტრაციაში გატარების ნომრებია: № 703, 11.01.2016; № 4855, 11.02.2016; № 10 190, 28.03.2016; № 1657, 15.05.2016; № 18 859, 30.05.2016; № 21613, 14.05.2016; № 22435, 22.06.2016 ხოლო, „ქართუ ფონდში" წერილები მიღებული აქვს ამავე ფონდის იურისტს, ქ-ნ ნინო კიკნაძეს) საკითხები ეხება: საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და საქართველოში ე.წ. ივლისში დაგეგმილი ფეხბურთის მეფედ წოდებული, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს, - პელეს ვიზიტს; მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას „პელეს თასზე" - არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრები გუნდების მონაწილეობით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით არგენტინა, ბრაზილია ურუგვაის ქვეყნების ბიზნესფორუმს; მერკოსურის ქვეყნებისა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების გამოსვლებს; ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაციასა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას!!

 

ბატონო ბიძინა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 22 ნოემბერს თქვენთან შეხვედრისას ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით დაგვპირდით დახმარებას, „არგენტინის სახლი საქართველოში" მიერ თქვენს და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელებზე გასული წლის 30 ნოემბერს და ა.წ. 28 მარტს „ქართუ ფონდსა" და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნილ წერილებზე - ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გვაქვს და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მასშტაბური ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარება ფერხდება.

 

ბატონებო, „არგენტინის სახლი საქართველოში" თავის მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, ა.წ. 20 ივლისიდან - წლის მანძილზე, განახორციელოს პელეს ვიზიტი და მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მათ შორის, პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია ბრაზილიის (დიდი) ნაკრების მოწვევა და ამხანაგური თამაშის გამართვა საქართველოს ნაკრებთან. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, თქვენი გადაწყვეტილებების შესახებ პასუხი გვაცნობოთ სასწრაფოდ", - ნათქვამია პატარქალიშვილის წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner