logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- +

4 თებერვალი. 2021. 13:11

 

 

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების, უ.გ.-ს და ქ.ა.-ს კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ექსპორტის რეჟიმში მოქცეული არადეკლარირებული ტვირთი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 097 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე უ.გ.-ს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 8 160 ლარი, ხოლო ქ.ა.-ს 9 937 ლარი შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner