logo_geo
eng_logo
დავით მიმინოშვილი: ძალადობის და მუქარის არაერთი მაგალითი იყო ჩვენს გარშემო
- +

7 ივლისი. 2016. 15:42


თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სააკაშვილის „კასირის" - დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა, სადაც საქმე ეხებოდა  2010 წელს კეზერაშვილის მიერ შპს „სენტა პეტროლეუმის" დაყაჩაღებასა და მითვისებას, რის შედეგადაც სააკაშვილის „კასირმა" მრავალმილიონიანი ქონება ჩაიგდო ხელში.


ამასთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალი" აქვეყნებს „სენტა პეტროლეუმის" ერთ-ერთი მეწილის დავით მიმინოშვილის  მონათხრობს, თუ როგორ დათმობინეს ქონება.



„რადგან ძალადობისა და განხორციელებული მუქარის არაერთი მაგალითი იყო ჩვენს გარშემო. ოჯახის წევრების დაცვის მიზნით, იძულებულები გავხდით, დაგვეთმო ბიზნესაქტივები, რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით სამჯერ უფრო დაბალ ფასად, კეზერაშვილის მიერ მითითებული კომპანიებისთვის... ყოველივე ეს განხორციელდა სხვადასხვა თარიღებში დადებული 16 დამოუკიდებელი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრებულა.  2012 წლის მაისში პროკურატურამ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს, წაგვიყენა აბსურდული ბრალი და სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეგვიფარდა. გლდანის ციხეში, ისევ არნახული ზეწოლის შედეგად, იძულებული გავხდით, აღმკვეთი ღონისძიების სანაცვლოდ, 4 მილიონი ლარი გადაგვეხადა", - ამბობს დავით მიმინოშვილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner