logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ივანიშვილია ის ჯებირი, რომელიც ოქტომბერში „ნაციონალებს“ შეაჩერებს
- +

7 ივლისი. 2016. 15:56


„ნაციონალები არა 8 ოქტომბრისთვის, არამედ 9 ოქტომბრისთვის ემზადებიან", - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდეგ შეეცდება ქვეყანაში  რევოლუციური სცენარის განვითარებას. თუმცა, გოგავას თქმით, ამ ჩანაფიქრის განხორციელების  ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილი იქნება.


„პირადად ჩემთვის, დღეს ივანიშვილი წარმოადგენს გარანტიას, რომ „ნაციონალები" ხელისუფლებაში არ მობრუნდნენ. პარტიები  ნაკლებად მაინტერესებს. ფაქტია, რომ  „ნაციონალებმა" გაძარცვეს ქვეყანა, უდიდესი ფული აქვთ, რომლის დახარჯვის პირობებში კაციშვილმა არ იცის, რა მოხდება... ამას სჭირდება ბალანსი და ივანიშვილია ის ჯებირი, რომელიც ამას შეაჩერებს", - განაცხადა გოგავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner