logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაციონალების“ ადგილი დიდგორზე კი არა, „მატროსოვზეა“!
- +

ავტორი ანა ფერაძე

7 ივლისი. 2016. 16:09


„ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობის გამართვას დიდგორზე გეგმავს. ამასთან დაკავშირებით „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ სირცხვილია, როცა „ნაციონალები" თავს დავით აღმაშენებელს ადარებენ.


 

„ნაციონალური მოძრაობა" თავისი იდეებით ყველას აოცებს. ქართველი ხალხი ხომ არ გააჩერეს ცოცხლად და ახლა დავით აღმაშენებელს არ აჩერებენ მიწაში, ისეთ სისულელეებს აკეთებენ.

 

რაც საააკაშვილის რეჟიმმა გააკეთა, ეს იყო ქართული ჰოლოკოსტი. თუ ფაშისტებმა მილიონობით ებრაელი გაწყვიტეს, სააკაშვილმა ათასობით ქართველის სიცოცხლე შეიწირა.

 

სირცხვილია, რომ რეჟიმი, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, დღეს  თავს  ადარებს დავით  აღმაშენებელს.

 

„ნაციონალების" ადგილი დიდგორზე კი არა, „მატროსოვზეა". მათ უნდა მოიხადონ სასჯელი იმ დანაშაულებზე, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner