„ანტიკრიზისული თითქმის, ყველა ღონისძიება საკმაოდ ეფექტიანი იყო“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნოდარ კაპანაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ანტიკრიზისული ღონისძიებების ეფექტის შეფასება 2020 წელსვე ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ იყო რამდენიმე ღონისძიება რომლის ეფექტურობის შეფასებაც, 2020 წელსვე იყო შესაძლებელი. მაგალითად, დასაქმების შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ერთია, ჩვენ რა პროგნოზი გვქონდა და სიმულაციური ანალიზის შედეგად რამდენს უნდა მიეღო და მეორეა, რამდენმა მიიღო ფაქტობრივად. დაქირავებული დასაქმებულების 200 ლარიანი ყოველთვიური დახმარება და ერთჯერადი და 300 ლარიანი დახმარება თვით დასაქმებულებისთვის, აღმოჩნდა, რომ ჩვენი პროგნოზი რეალურად გაცემულ დახმარებას მხოლოდ რაღაც 5%-ით ასცდა, რაც მაღალ სიზუსტედ შეიძლება ჩაითვალოს. რასაც ველოდით, ზუსტად ის რაოდენობა მივიღეთ 2020 წელს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამატებითი სოციალური დახმარებები, ბავშვების ერთჯერადი დახმარება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამები და ა.შ. სიმულაციურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მათი მოიცვა ძალიან მაღალი იყო. ანტიკრიზისული ღონისძიებები, როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მაგვარი ღონისძიებები, მაღალი ეფექტის იყო და მათ თავისი ამოცანა შეასრულეს“, - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.