logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: იკვეთება ინსტიტუციონალიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება ქვეყნის ორგანული ინტერესების წინააღმდეგ
- +

4 თებერვალი. 2021. 21:13

 

 

ჩვენ არ გვაქვს საქმე რიგით დამნაშავეებთან - ეს არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა შეთანხმებული ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პროკურატურაში, დავით გარეჯის საქმეზე, გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით,  ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და შავი წერტილი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

"6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა. ვთვლი, რომ გამოკითხვა წარიმართა მაღალკვალიფიციურ დონეზე, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. უწყვეტ რეჟიმში წარმართული გამოკითხვის დროს, ჩვენ შევეხეთ 8- წლიან მონაკვეთს. 8 წლის განმავლობაში, აქცენტია იმ პერიოდებზე, რომელიც უკავშირდება 2005, 2006, 2007, 2012 წელს.

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ პერიოდზე, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე გამოძიებისთვის თუ რა საპარლამენტო კონტროლი ხორციელდებოდა დავით გარეჯის კრიზისის პერიოდი, როდესაც გამწვავდა ინციდენტების დონეზე, როდესაც ჩვენ დამოუკიდებელი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" აღმოვჩნდით ერთადერთი საპარლამენტო ქვედანაყოფი, რომელიც ჩაერთო ამ პროცესის გასარკვევად, ამ პროცესის მოსაგვარებლად და აი ეს ყველა დეტალი იქნა ასახული გამოკითხვის პროცესში.

 

მე არ მინდა ყველა დეტალზე ვისაუბრო, გარდა უმთავრესისა და მინდა გითხრათ, დასაწყისში სანამ შევიდოდი, რა თქმა უნდა, თქვენთან არ ვისაუბრებდი აქცენტი გავაკეთე თავდაცვის სამინისტროზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი მთელ ამ პროცესში არის ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აქ მე პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით, შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ინსტიტუციონალიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება ქვეყნის ორგანული ინტერესების წინააღმდეგ და პირადად ერთი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვთვლი, რომ იქნება გარკვეული წვლილი გამოძიების წარმატებით დასრულების საკითხში.

 

მინდა მოვუწოდო სრულიად საქართველოს მოსახლეობას საქმე არ გვაქვს რიგით დანაშაულთან, ეს არის დანაშაული რომელიც აუცილებლად დაკვალიფიცირდებოდა სამშობლოს ღალატის მუხლით სააკაშვილს რომ არ ამოეღო ეს მუხლი თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსის მატერიალური ნაწილიდან. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საქმე რიგით დამნაშავეებთან - ეს არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა შეთანხმებული ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მსგავსია შაჰ-აბასობის, მსგავსია თემურ - ლენგობის, მსგავსია მურმან - ყრუობის და ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და შავი წერტილი საქართველოს უახლეს ისტორიაში“ , - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner