დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის 4 000 ვარიანტია გავრცელებული.
როგორც ვაქცინაციის საკითხში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა, ნადიმ ზაჰავიმ აღნიშნა, მკვლევრები აკვირდებიან, როგორ ვითარდება ვირუსი და Pfizer-ი, BioNTech-ი, Moderna და AstraZeneca იმ მწარმოებლებს შორის არიან, რომლებიც ვაქცინების გასაუმჯობესებლად მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მზად ვიქნებით ნებისმიერი ვარიანტისთვის.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მუტაციები ვირუსის იშვიათი გამონაკლისების გარდა, მის მთავარ მახასიათებლებს მნიშვნელოვნად არ ცვლის.