logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: პანდემიამ დაადასტურა, რომ პროგნოზების გაკეთება რთულია
- +

5 თებერვალი. 2021. 00:03

 

 

„კორონავირუსის პანდემიამ დაადასტურა, რომ პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, განსაკუთრებით საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების. მოკლევადიან პერსპექტივაში ვიცით სწორი დრო“, - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „POSTV“-ის ეთერში.

 

„როდესაც ვხედავთ, რომ ვითარება ნორმალურია, ვცდილობთ დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას, ჟანგბადი ჩავასუნთქოთ იმ აქტივობებს და ბიზნესებს, რომელიც ითლება, რომ რისკის მატარებელია სხვა ინდუსტრიასთან შედარებით.

ამიტომ ჩვენ ვერიდებით პროგნოზებისა და გარანტიების მიცემას, არავინ იცის ეს არის საბოლოო გახსნა თუ არა, თუმცა რამდენიმე დამაიმედებელი ფაქტორი სახეზეა. ერთი ის, რომ საზოგადოებამ პირბადის ხმარება ისწავლა და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ და ამით ჩვენ დადებითი დინამიკით სვლას შევძლებთ“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner