logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: „ნაციონალებს“ დიდგორზე კი არა, თბილისში არ აქვთ უფლება, ყრილობა გამართონ!
- +

ავტორი ანა ფერაძე

7 ივლისი. 2016. 16:36


„ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობის გამართვას დიდგორზე გეგმავს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „რეპორტიორთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და „ნაციონალურ მოძრაობას" უფლება არ აქვს, პარტიის  ყრილობა „დიდგორზე" გამართოს.



„მე ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოს შეურაცხყოფა. „ნაციონალებს" დიდგორზე კი არა, თბილისში არ აქვთ უფლება, ყრილობა გამართონ.

 

იქიდან გამომდინარე, რაც 9 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს  გაუკეტეს, „ნაციონალები" დიდგორზე პარტიის ყრილობას ვერ უნდა მართავდნენ.

 

ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ყველა, ვინც „ნაციონალებს" მხარს უჭერს, იზიარებს იმ აზრს .რასაც ეს ხალხი აკეთებდა ცხრა წლის მანძილზე.

 

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ მათ პარტიის ყრილობა დიდგორზე გამართონ. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა.

 

თუ ყველა ფრთხილად არ ვიქნებით, მტარვალი  „ნაციონალური მოძრაობა" ისევ მოვა ხელისუფლებაში", - ამბობს ქეთი დოლიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner