logo_geo
eng_logo
რუსთავის მერმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
- +

3 მარტი. 2016. 19:05



რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დედის დღე მიულოცა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს.


ქალაქის მერმა რუსთავში მცხოვრები სამი მრავალშვილიანი დედა პირადად მოინახულა და ყვავილებთან ერთად საჩუქრებიც გადასცა.


დღესვე, რუსთავის მერიის ორგანიზებით, დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, სადაც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები იყვნენ მიწვეულნი.


დედის დღესა და ქალთა დღესასწაულს, ქალაქის მერი სოციალურად დაუცველ ყველა მრავალშვილიან დედას და მუნიციპალურ მოხუცთა სახლ ,,ქსენონში'' მცხოვრებ ქალბატონებს მიულოცავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner