რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურიწარმომადგენელის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი NATO-ს მიერ შეიარაღების რაოდენობის გაზრდას უპასუხოდ არ დატოვებს.
„თუ ალიანსის არჩევანია შეიარაღების გაზრდა და აგრესიული რიტორიკა, ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.
ვარშავის სამიტის შემდეგ NATO-რუსეთის საბჭოს გამართვის შესახებ კონსულტაციები გაგრძელდება", - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ხვალ ვარშავაში NATO-ს სამიტი იხსნება, რომელზეც ალიანსი აღმოსავლეთის ფლანგზე, კერძოდ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, ოთხი ბატალიონის გათავსების გადაწყვეტილებას მიიღებს.