logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: არჩევნების დღეს მიხეილ სააკაშვილი სარფში იქნება
- +

7 ივლისი. 2016. 17:15


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად ემზადება ოქტომბრისთვის. გადაწყვეტილი ამბავია, რომ არჩევნების წინა დღეს ის უკვე იქნება სარფში. ის საქართველოს საზღვარს არ გადმოლახავს და იქიდან უხელმძღვანელებს პროცესებს.


 

ის რამდენჯერმე ჩაერთვება პირდაპირ ეთერში და ასე გაამხნევებს მხარდამჭერებს. შექმნის იმის ილუზიას, რომ საჭიროების შემთხვევაში შემოვა საქართველოში. ძალაუფლების დასაბრუნებლად ყველაფერზე წავლენ. სცენარი უკვე დაწერილია. სააკაშვილის მითითებით, პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან შოუ­ბიზნესის წარმომადგენლები. საუბარია იმ ხალხზე, რომლებიც ნაციონალებს სხვადასხვა მეთოდებით ჰყავთ დაკმაყოფილებული. მათ დავალება აქვთ, არჩევნების შემდეგ ცეკვა­სიმღერით გაახარონ ქუჩაში გამოსული ხალხი. ამისთვის გამოყოფილია სათანადო თანხები. პროცესებში ჩაერთვებიან არასამთავრობოებიც და ის პარტიებიც, რომლებიც მის სატელიტებად არ აღიქმებოდნენ. დაიხატება სურათი, რომ მთელი საზოგადოება ქუჩაშია გამოსული და არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. სააკაშვილს ისე უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, სანდრა რულოვსი გამოუშვა პოლიტიკაში. ცოტა ხანში ეგ მზია ბებოს და შვილებსაც ჩართავს პროცესებში.

ხელისუფლება მოღალატეებისგან თუ არ გათავისუფლდა და ამ პროცესებს მომზადებული არ დაუხვდა, შესაძლოა, ყველაფერი თავზე დაემხოთ. დღეს ევროპაში პოლიტიკურ ამინდს ევროპის სახალხო პარტია ქმნის. ეს პარტია ნაციონალებს კრუხივით ჰყავს გადაფარებული. მათი წყალობით ლამისაა მერაბიშვილის და უგულავას ხატი დაიწეროს", - განაცხადა ნიკოლოზ  მჟავანაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner