logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩემთვის ნიკა მელიას განცხადება ვაჟკაცობის გამოვლინება არაა, კანონის მორჩილება ქმნის სახელმწიფოს
- +

5 თებერვალი. 2021. 17:24

 

„კანონის მორჩილება არის მთავარი, რაც ქმნის სახელმწიფოს“, - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას.

 

„ჩემთვის ეს განცხადება ვაჟკაცობის გამოვლინება არ არის, არამედ ესაა კანონის უპატივცემულობა, რაც თავის მხრივ ითარგმნება სახელმწიფოს უპატივცემულობაში. შესაბამისად, ამ განცხადებით ნიკა მელია პატივს არ სცემს საქართველოს“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.

 

„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

https://imedinews.ge/ge/politika/185169/nikoloz-samkharadze-chemtvis-nika-melias-gantskhadeba-vajkatsobis-gamovlineba-araa-kanonis-morchileba-qmnis-sakhelmtsipos

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner