logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
- +

5 თებერვალი. 2021. 18:53

 

პარლამენტის წევრი, N14 საარჩევნო ოლქის  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის   მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში   სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

მუნიციპალური განვითარების  ფონდის   დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ბოლნისის N1 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლებს.

 

„დღეს მოვინახულეთ  ქ. ბოლნისის N 1 და სოფელ  ქვეშის საჯარო სკოლების  რეაბილიტაციის პროცესი.  ორივე სკოლის  სამშენებლო სამუშაოები  დაახლოებით 6 მილიონი ლარის ღირებულებისაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ  პანდემიის მიუხედავად, მუშა პროცესი ერთი დღითაც არ შეჩერებულა და სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლა, რომელიც მე დავამთავრე და სადაც 11 წლის განმავლობაში  ვსწავლობდი, მომავალ სასწავლო წელს  უკვე სრულად რეაბილიტირებულ და კომფორტულ გარემოში მიიღებს მოსწავლეებს. მიმაჩნია, რომ  ეს გარემო იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, ჩვენმა ბავშვებმა წარმატებით ისწავლონ“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

პროექტის ფარგლებში  მოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სველი წერტილები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ  ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებამ უპასუხოს თანამედროვე სკოლის სტანდარტებს.

 

ქალაქ ბოლნისში, 4  631 333  ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრუსია“  ახორციელებს, ხოლო ქვეშის სკოლის რეაბილიტაციის პროცეს კომპანია „აქსონი“ ასრულებს და   სამუშაოების ღირებულება 1 479 521  ლარს შეადგენს.

 

სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ნოემბრის ბოლოს  დაიწყო და ობიექტების კეთილმოწყობა  წლის ბოლომდე დასრულდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner