logo_geo
eng_logo
რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
- +

5 თებერვალი. 2021. 19:33

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.  ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები და 23 იანვარს მოსკოვსა და პეტერბურგში გამართულ დემონსტრაციებში მათი დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მონაწილეობისთვის პროტესტი გამოუცხადეს.

 

რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ევროპელი დიპლომატების ამგვარი ქმედებები მიუღებელია და არ შეესაბამება დიპლომატიურ სტატუსს.

 

რუსული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის დიპლომატიური მისიები და მათი პერსონალი მომავალში საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იმოქმედებს.

 

https://1tv.ge/news/rusetma-sami-evropeli-diplomati-persona-non-gratad-gamoackhada-da-qveynidan-gaadzeva/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner