ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ეს არის მთელი საქართველოს ისტორიის მასხრად და აბუჩად აგდება. ამას „ნაციონალები" შეგნებულად აცხადებენ",- ამ სიტყვებით აფასებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დიდგორზე ჩატარების შესახებ. ჯაველიძის თქმით, „ნაციონალების" ყრილობა დიდგორზე ერის თავის მოჭრა იქნება.
„ეს არის მთელი საქართველოს ისტორიის მასხრად და აბუჩად აგდება. ამას შეგნებულად აცხადებენ, არა იმიტომ, რომ მათ დიდი სურვილი აქვთ, არამედ ხაზს უსვამენ, რომ ჩვენი ისტორიული წარსული მათთვის არაფრად ღირს. ამ განცხადებით თავიანთ წარსულსაც ხაზს უსვამენ, აი, ჩვენ ისეთი ვაჟკაცები ვართ, არაფრის გვეშინია და დიდგორიდან ვიწყებთ ბრძოლასო. ეს არის ერისა და ქვეყნის თავის მოჭრა. „ნაციონალებს" ურჩევნიათ, სანამ ხალხი უკანასკნელ მოთმინებას არ დაკარგავს, დაყუჩდნენ",- განაცხადა ჯაველიძემ.