ფოთში, შსს-ის მომსახურების სააგენტოს შენობასთან მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ შ.შ.-ს ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალს არ აღიარებს.
რაც შეეხება გამოძიების ვერსიას შურისძიებასთან დაკავშირებით, ტყებუჩავა აცხადებს, რომ ბრალდებულს მოკლული პირის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.
„წარედგინა ბრალი სსკ 108 მუხლით, ანუ განზრახ მკვლელობა. დანაშაულის იარაღი ამოღებული არ არის. მტკიცებულების გადაცემა დღეს ვერ მოესწრო, ხვალ გადმომცემენ 11:00 საათზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არავითარი შეხება ამ საქმესთან მას არ აქვს.
არავითარი პრეტენზია მას მოკლულის მიმართ არ გააჩნდა. 15 წლის წინ ჰქონდათ საუბარი, განიხილეს ყველა ის დეტალები. შესაბამისად, მისი მოკვლის არანაირი მოტივი არ ჰქონია. აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. თითის ანაბეჭდები და სხვა სახის ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა“, – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, ფოთში, შსს-ის მომსახურების სააგენტოს შენობასთან, მანქანაში შუახნის მამაკაცი მოკლეს.
https://1tv.ge/news/fotshi-mkvlelobis-faqtze-dakavebul-pirs-brali-waredgina/