"მართლაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში მოვყევით. როგორც გვითხრეს, ალყაში ვიყავით უკვე და კორიდორი იყო გაკეთებული. სამწუხაროდ, ისეთ ადგილას მოვხვდით, რომ ჩასაფრება გველოდებოდა“, - იხსენებს „ღამის კურიერის“ ეთერში შინდისი ომის გმირი მირზა მალაზონია.
„როგორც კი მივუახლოვდი შინდისის ე.წ სადგურს, რუსების BMP დავინახე მოდიოდა. მამაო მეჯდა მანქანაში, უცბათ გავაჩერე მანქანა და მამაო გადმოხტითქო.
მისი გადმოხტომა და სროლა ერთი იყო. პირველი ამცდა, უკან მაინც სამძებრო იარაღი მქონდა გამზადებული. რომ გადმოვაღე "ბაგაჟნიკი," მაშინ გავარდა შიგნით და ხელი ვეღარ ვიგრძენი.
რომ გადმოვედი უკვე ავტომატის სროლა დავიწყე და მანქანა აიწია ჰაერში. ფეხი მაქვს დაზიანებული, ნამსხვრევები მქონდა და გადაადგილება მიჭირს. ამ ბრძოლის შემდეგ კი, ცოტა მიწყნარდნენ.
ეს ბრძოლა რომ მოხდა, დაახლოებით პირველი საათი იყო, ყველაფერი სადღაც საათნახევარი გაგრძელდა.
ბიჭებმა ისეთი საოცარი გმირობა გამოიჩინეს, ყველაზე დიდი ეფექტი მაგან მოახდინა. პირდაპირ რუსებთან აღმოჩნდა ალექსანდრე ონიანი, ისინიც ააფეთქა და თავიც აიფეთქა.
მე სამი ჭურვი მესროლეს, პირველით ხელში დავიჭერი, მეორე მანქანას მოხვდა და მესამემ გადამაგდო.
4 დღე-ღამის განმავლობაში გაუნძრევლად ვიყავი.
შემდეგ დღეს, პატარა მანქანა გაჩერდა, ხმაზე ვიცანი, ჩემს მანქანაზე გენერალი ამბობდა, ამას ეშმაკი მართავდა თუ სად არის დაღუპულიო. ამ დროს, გადმოატარეს ავტომატი და ისევ ფეხში მომხვდა. საღამოს კი, ძალიან ცუდად გავხდი.
რამდენიმე საათი გონება დავკარგე. როდესაც გავიღვიძე, ცუდად ვიყავი ისევ, სისხლს საშინელი სუნი აქვს.
უკვე ვიფიქრე, აქ რომ დავიღუპო, ლეშად ვიქცევითქო და დავიწყე ხოხვა, მანქანაში წყალი მეგულებოდა. რომ მივედი და ვნახე, მანქანა დამდნარი იყო საერთოდ, დაცხრილული,"- მირზა მალაზონიამ.