logo_geo
eng_logo
შინდისის გმირის, ალექსანდრე ონიანის და: ჩემმა ძმამ, ჩაბარებას, თავის აფეთქება არჩია
- +

6 თებერვალი. 2021. 00:28

 

შინდისის ერთ-ერთი გმირის, ალექსანდრე ონიანის, ელენე ონიანი  და „რუსთავი 2“-ის  ეთერში მის ძმასთან ბოლო ზარს იხსენებს.

 

"ჩემმა ძმამ ჩაბარებას, თავის აფეთქება არჩია. ჩემი აზრით, ალეკოს შეეძლო თავი გადაერჩინა, მას არ ჰქონდა ერთი ნაკაწრიც, მას შეეძლო წასვლა, მაგრამ ამას არ გააკეთებდა, ბიჭებს არ დატოვებდა, როგორც ბიჭები არ დატოვებდნენ მას.

 

11 აგვისტოს რომ დამირეკა, მე მოვასწარი იმის თქმა, რომ ჩვენი მეორე ძმა, სოზარი დაბრუნდა სახლში. ეს საუბარი გვქონდა და ვეხვეწებოდი, იქნებ შენც წამოხვიდეთქო... ვეუბნებოდი, ბიჭები დედებს დაუბრუნდნენ და იქნებ შენც წამოხვიდეთქო, რაზეც მთხოვა, რომ ეს აღარ გამემეორებინა.

 

ჩემთან საუბრიდან რამდენიმე წუთში, დაიწყო სროლა და შეტევა. გავიგე, როგორ ამბობდა - "ბიჭებო, თავს უშველეთ, ალყაში ვართ"- ეს იყო და შეწყდა კავშირი,"- იხსენებს ელენე ონიანი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner