საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი და მთავრობის მეთაური ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს გახსნიან.
9 ივლისს, 11:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი - სამტრედის გზის 9-კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება.
ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.