საქართველოში, შესაძლოა ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი ჩამოვიდეს.
დღეს ეკონომიკის მინსტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის განვითარების ფარგლებში პრეზენტაცია გამართა, სადაც ერთ-ერთ სლაიდში ელტონ ჯონის ფოტოც იყო განთავსებული.სლაიდის სახელწოდებაა ქვეყნის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ზაფხულში მოსალოდნელია ბევრი საინტერესო ივენთი. არ არის გამორიცხული, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი დაანონსებულ ივენთებში ბრიტანელი მუსიკოსის ჩამოსვლასაც გულისხმობს.
ამასთან, ელტონ ჯონის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორამციის მიხედვით, მომღერალს მაისში ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი რუსეთში და საქართველოში სავარაუდოდ ამ კონცერტების შემდეგ ჩამოვა.